24/09/2020 24/09/2020 სოფელში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარის, მღვდელ თეიმურაზ ქორიძის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის „დავითანნი“ მხარდაჭერით, ტაძრის ეზოში გაიმართა დღესასწაულისადმი მიძღვნილი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული სოფლის მცხოვრებნი, განსაკუთრებით – ახალგაზრდები. როგორც მამა თეიმურაზმა ბრძანა: „ეს ღონისძიებები ემსახურებოდა ახალგაზრდების სულიერ განვითარებას, მათში განათლების, ქართული კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის...
24 Σεπτεμβρίου, 2020 - 18:43
Τελευταία ενημέρωση: 24/09/2020 - 18:48

2020 წლის 21 სექტემბერს საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში, სოფელ დიდ ჩაილურში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა

Διαδώστε:
2020 წლის 21 სექტემბერს საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში, სოფელ დიდ ჩაილურში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა

სოფელში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარის, მღვდელ თეიმურაზ ქორიძის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის „დავითანნი“ მხარდაჭერით, ტაძრის ეზოში გაიმართა დღესასწაულისადმი მიძღვნილი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული
სოფლის მცხოვრებნი, განსაკუთრებით – ახალგაზრდები.
როგორც მამა თეიმურაზმა ბრძანა: „ეს ღონისძიებები ემსახურებოდა ახალგაზრდების სულიერ განვითარებას, მათში განათლების, ქართული კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“.
დღესასწაულის დასასრულს ღონისძიებებში მონაწილე ახალგაზრდებს სხვადასხვა პრიზი და საჩუქრები გადაეცათ, „საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტის სახელით სამადლობელი წერილი გადაეცა მღვდელ თეიმურაზ ქორიძესაც „COVID-19“-ის გავრცელების რისკის შემცირებაში შეტანილი წვლილისათვის, ერთგულებისათვის, დაუღალავი შრომისა და თავდადებისათვის“.


— facebook.com/sap.uwyebaNews

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων