24 Σεπτεμβρίου, 2020

2020 წლის 21 სექტემბერს საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში, სოფელ დიდ ჩაილურში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა

Διαδώστε:

სოფელში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარის, მღვდელ თეიმურაზ ქორიძის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის „დავითანნი“ მხარდაჭერით, ტაძრის ეზოში გაიმართა დღესასწაულისადმი მიძღვნილი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული
სოფლის მცხოვრებნი, განსაკუთრებით – ახალგაზრდები.
როგორც მამა თეიმურაზმა ბრძანა: „ეს ღონისძიებები ემსახურებოდა ახალგაზრდების სულიერ განვითარებას, მათში განათლების, ქართული კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“.
დღესასწაულის დასასრულს ღონისძიებებში მონაწილე ახალგაზრდებს სხვადასხვა პრიზი და საჩუქრები გადაეცათ, „საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტის სახელით სამადლობელი წერილი გადაეცა მღვდელ თეიმურაზ ქორიძესაც „COVID-19“-ის გავრცელების რისკის შემცირებაში შეტანილი წვლილისათვის, ერთგულებისათვის, დაუღალავი შრომისა და თავდადებისათვის“.


— facebook.com/sap.uwyebaNews

Διαδώστε: