23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთის დღეც აღინიშნება
![23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთის დღეც აღინიშნება](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2019/05/geo1-4-1024x683.jpg)
23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენებას აღნიშნავს. მაცხოვრის მოციქულმა ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში იქადაგა და მოწამეობრივად აღესრულა ანაკოფიაში. მისი განსასვენებელი სოხუმთან ახლოს, კომანში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აფხაზეთის დღეც დაწესდა.
ამასთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომელსაც მრევლთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომამდგენლებიც დაესწრნენ.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.