24 მარტს თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აია- სოფიას მეჩეთად გადააკეთებს
სტამბოლში აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება ერთგვარი პასუხია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, ხოლო გოლანის მაღლობებზე კი ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
“მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტ სტატუსს დავუბრუნებთ აია-სოფიას. რას ნიშნავს ეს? ჩვენ შევცვლით მუზეუმის სტატუსს მეჩეთზე. ტრამპი აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. გოლანის მაღლობებს ოკუპანტ ისრაელს აძლევს. პასუხს ამაზე თურქეთიდან მიიღებთ”, – განაცხადა ერდოღანმა ტრაპიზონში სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ 24 მარტს თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აია- სოფიას სტატუსი შეიცვლება.
აია-სოფიას ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დროს მეექვსე საუკუნეში აშენდა და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოიაზრებოდა.
სტატიის ავტორი: ჟურნალის რედაქცია
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.