22 Ιουνίου, 2020

რუსეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების ახალი ტაძარი მოინახულა

Διαδώστε:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის თარიღთან დაკავშირებით, შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარს ესტუმრა. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარისკაცებისა და ოფიცრების თანამედროვე თაობა ერთგული რჩება ტრადიციებისადმი და პატივს სცემს გამარჯვებულთა თაობას.

“1941 წლის 22 ივნისს დიდი სამამულო ომი დაიწყო. ეს იყო საზარელი და უზარმაზარი ტრაგედია, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა, მოიტანა ტკივილი და ნგრევა. ჩვენ, აქ, შეიარაღებული ძალების საკათედრო ტაძარში შევიკრიბეთ, რათა უდიდესი პატივისცემით მოვიგონოთ წარსული დროის გმირები”, – განაცხადა პუტინმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები უმჯობესდება, ეუფლება ახალ ტექნიკას და იზრდება მათი საბრძოლო შესაძლებლობები, თუმცა მებრძოლთა საქმიანობის საფუძველი კვლავაც არის და მუდამ იქნება გამბედაობა, მოვალეობისადმი ერთგულება, პატივისცემა და სიყვარული სამშობლოს მიმართ.

შეიარაღებული ძალების ახალი გრანდიოზული ტაძარი მოსკოვთან ახლოს ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

 

 

 

 

 

 

palitranews.ge

Διαδώστε: