26 Αυγούστου, 2019

28 აგვისტოს 14: 00-ზე სალიტანიო ანჩისხატი იერუსალიმიდან თბილისში რუსთაველის ძეგლთან შემობრძანდება!

Διαδώστε:

1999-2019 – ანჩისხატის გზა და მუზეუმის წინ სადღეღამისო ლოცვები 20 წლისაა.

28 აგვისტოს – მარიამობას,14:00 სთ-ზე სალიტანიო ანჩისხატი თბილისში, რუსთაველის ძეგლთან შემობრძანდება, სადაც ხატს შეეგებებიან მორწმუნეები და ლოცვითი სვლით წააბრძანებენ მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში.
სიწმიდეების წინაშე აღევლინება პარაკლისი ერის კეთილდღეობისთვის.
შ ე მ ო უ ე რ თ დ ი თ !

29 აგვისტოს – ანჩისხატობაა – ხელითუქმნელი ხატის დღესასწაული.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სალიტანიო ანჩისხატის კანონიკური ასლი, უკვე წლებია დაბრძანდება წმიდა ადგილების მოსალოცად.
ანჩისხატის გზა, წელს – 2 აგვისტოს, სტეფანწმიდის ელიას მთიდან დაიწყო და მყინვარწვერის სამებასა და მყინვარწვერზე გაგრძელდა (5048 მ)
ფერიცვალებისთვის ხატი წმიდა მიწაზე – თაბორის მთაზე ბრძანდებოდა და იქიდან ტაო-კლარჯეთის – ანჩის გავლით თბილისში შემობრძანდება.
აღსანიშნავია, რომ თაბორის მთაზე ფერიცვალებას, საქართველოდან სპეციალურად ჩაბრძანებული ანჩისხატის მოჭედილი ასლი მომლოცველთა ჯგუფმა ემიგრანგებთან ერთად მთაზე სვლით ააბრძანეს და ფერიცვალების ტაძარს შეწირეს – ტაძრის წინამძღვრის მამა ილარიონის ლოცვა-კურთხევით ანჩისხატის ასლი თაბორის მთაზე-მონასტერში დაივანებს.

ანჩისხატო, დაიცევ და დაიფარე საქართველო!

karibche.ambebi.ge

Διαδώστε: