27 Νοεμβρίου, 2020

92 წლის დეკანოზმა კოვიდინფექციის დამარცხების შემდეგ პირველი წირვა აღავლინა

Διαδώστε:

უკრაინაში რუსეთის ეკლესიის ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის ეპარქიის კამენო-დნეპროვის სამთავარხუცესოს სასულიერომ პირმა, დეკანოზმა ნიკოლოზ სტუპაკმა 92 წლის ასაკში დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია.

სასულიერო პირს კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების დღეებში არ შეუწყვიტავს თავისი საკმაოდ ტევადი პირადი ლოცვითი კანონი, რომელსაც ასევე ამ პერიოდში დაუმატა ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დაუჯდომელი საგალობლის აღვლენა დილასა და საღამოს.

დღეს, 27 ნოემბერს, დეკანოზ ნიკოლოზს დაბადებიდან 92 წელი შეუსრულდა და განკურნების შემდეგ პირველი საღმრთო ლიტურგია სწორედ თავის დაბადების დღეზე აღასრულა.

 

wenews.ge

Διαδώστε: