IRI – გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია უნდა მიულოცოს
![IRI – გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია უნდა მიულოცოს](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2019/07/1563517997-უკრაინის-ავტოკეფალია-1024x715-1024x715.jpg)
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭება ოფიციალურად უნდა მიულოცოს.
39 პროცენტი ამბობს, რომ „ნამდვილად უნდა მიულოცოს“; 28 პროცენტი – „სავარაუდოდ უნდა მიულოცოს“; 5 პროცენტი – „სავარაუდოდ არ უნდა მიულოცოს“; 3 პროცენტი – „ნამდვილად არ უნდა მიულოცოს“; არ ვიცი/უარი პასუხზე – 25 პროცენტი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.
– 1tv.ge
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.