19/12/2024 19/12/2024 ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ქრისტეს შობის წინ უკრაინაში ომის შეწყვეტის მოწოდებები მძაფრდება“. ალბანეთის ეკლესიამ გაიხსენა თავისი 2024 წლის 26 აგვისტოს განცხადების თეზისები: „დევნა, პატიმრობა, ღვთისმსახურების ადგილებში მკრეხელობა, წმინდა ეკლესიებისა და წმინდა მონასტრების ქონების კონფისკაცია – ყოველივე ეს სასტიკი ქმედებაა. ისინი კიდევ უფრო სასტიკი ხდება, როდესაც მათ აწესებენ დემოკრატიული ქვეყნების საკანონმდებლო...
19 Δεκεμβρίου, 2024 - 15:18

ალბანეთის ეკლესიამ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის კანონის გაუქმება მოითხოვა

Διαδώστε:
ალბანეთის ეკლესიამ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის კანონის გაუქმება მოითხოვა

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ქრისტეს შობის წინ უკრაინაში ომის შეწყვეტის მოწოდებები მძაფრდება“.

ალბანეთის ეკლესიამ გაიხსენა თავისი 2024 წლის 26 აგვისტოს განცხადების თეზისები: „დევნა, პატიმრობა, ღვთისმსახურების ადგილებში მკრეხელობა, წმინდა ეკლესიებისა და წმინდა მონასტრების ქონების კონფისკაცია – ყოველივე ეს სასტიკი ქმედებაა. ისინი კიდევ უფრო სასტიკი ხდება, როდესაც მათ აწესებენ დემოკრატიული ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოები. უკრაინის უმაღლესი რადას უახლესი კანონი No8371 აშკარად მიმართულია უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის გაუქმებას“.

იდევნება მიტროპოლიტ ონოფრეს ომოფორის ქვეშ მყოფი მილიონობით უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნე, მრავალი ეპისკოპოსი, მღვდელი, ბერი და მონაზონი მეთაურობით იდევნება – ყველა ისინი ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წევრები არიან, – ნათქვამია განცხადებაში.

„ვიზიარებთ ჩვენი დევნილი ძმების ტანჯვას, ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ, რომ დასრულდეს მიმდინარე სისხლისღვრა, რომლისგანაც იტანჯება მთელი უკრაინელი ხალხი, გამონაკლისის გარეშე. ჩვენ ასევე ვლოცულობთ ამ აბსურდული კანონის გაუქმებისთვის და მართლმადიდებლობის მშვიდობისა და ერთიანობის აღდგენისთვის, რათა მან განაგრძოს თავისი მსოფლიო მისიის შესრულება“, – ასკვნის ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων