11/11/2020 11/11/2020 ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, უნეტარეს მიტროპოლიტს ტირანისა და მთავარეპისკოპოს სრულიად ალბანეთისა ანასტასის კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასი, ერთი კვირის წინ, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს შესრულდა 91 წლის. იგი ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარია 1992 წლიდან. აღსანიშნავია, რომ უნეტარესი სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასი ასაკით ყველაზე უხუცესია მსოფლიოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს შორის. უფლისმიერ ჯანმრთელობასა...
11 Νοεμβρίου, 2020 - 19:12
Τελευταία ενημέρωση: 11/11/2020 - 19:17

ალბანეთის მთავარეპისკოპოს კორონავირუსი დაუდასტურდა

Διαδώστε:
ალბანეთის მთავარეპისკოპოს კორონავირუსი დაუდასტურდა

ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, უნეტარეს მიტროპოლიტს ტირანისა და მთავარეპისკოპოს სრულიად ალბანეთისა ანასტასის კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასი, ერთი კვირის წინ, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს შესრულდა 91 წლის.

იგი ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარია 1992 წლიდან.

აღსანიშნავია, რომ უნეტარესი სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასი ასაკით ყველაზე უხუცესია მსოფლიოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს შორის.

უფლისმიერ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ მის უნეტარესობას.

 

უნეტარეს ანასტასის სასწრაფოდ საბერძნეთში გადააფრენენ

ალბანეთის ეკლესიის მეთაურს, უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 91 წლის ასაკში კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

უნეტარესი ანასტასის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სამხედრო თვითმფრინავი C-130-ით სპეციალური რეისით საბერძნეთში გადააფრენენ და ათენის კლინიკაში მოათავსებენ.

 

რა თქვა უნეტარესმა ანასტასიმ რეანიმაციაში შესვლამდე

მას შემდეგ, რაც უნეტარეს სრულიდ ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამ მიზეზით იგი ათენში გადააფრინეს.

უნეტარესმა ანასტასიმ რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლამდე მკურნალ ექიმს უთხრა: “ნუ წუხართ. ესეც გაივლის. “გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ.” ეს ჩვენთვის დიდი ნუგეშია”.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων