13/01/2019 13/01/2019 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის კარიბჭის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა. სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად, კარიბჭის მცირე კელიაზე აშენდა ღიობებიანი კედლები. ხის მასალით რესტავრირდა არქიტექტურული ნაგებობის სართულშუა კონსტრუქციები. ფიქალის ქვით დაიხურა სენაკის სახურავი. ხით მოეწყო მისი ინტერიერის...
13 Ιανουαρίου, 2019 - 0:57

ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის კარიბჭის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა

Διαδώστε:
ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის კარიბჭის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის კარიბჭის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.

სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად, კარიბჭის მცირე კელიაზე აშენდა ღიობებიანი კედლები. ხის მასალით რესტავრირდა არქიტექტურული ნაგებობის სართულშუა კონსტრუქციები. ფიქალის ქვით დაიხურა სენაკის სახურავი. ხით მოეწყო მისი ინტერიერის ჭერი და იატაკი. დამზადდა და დამონტაჟდა კარ-ფანჯრები. კარიბჭის თავზე აღდგა სენაკი და გადასასვლელი, რომლის არსებული კედლები არქიტექტორის ზედამხედველობის ქვეშ თავიდან გადაეწყო. ნაგებობის არარსებული სეგმენტების წყობა კარიერული წესით მოპოვებული ავთენტური ტიპის ქვა-მასალის გამოყენებით აშენდა. შენობის ინტერიერში დამონტაჟდა ავთენტური იერსახის ვიტრაჟები და დეკორატიული მოაჯირები. მოეწყო მისი საძირკველი, იატაკი, სართულშუა გადახურვები, სხვენის კონსტრუქცია და ფიქალის სახურავი.

მიმდინარე წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროცესის წარმართვას მთელი კომპლექსის მასშტაბით გეგმავს.

ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის კარიბჭის 2018 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპი ა(ა)იპ. “ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი“-ს მიერ არქიტექტორ-რესტავრატორი ნინო ყანჩელის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

გალავნიანი სამონასტრო კომპლექსი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ შემაღლებაზე ზღვის დონიდან 1964მ -ის სიმაღლეზე მდებარეობს. გალავნის შიგნით მოქცეულია ორი ერთმანეთზე მიდგმული ეკლესია და გალავნის პერიმეტრში ჩართული რამდენიმე სამონასტრო ნაგებობის ნანგრევი, რომელთა ნაწილი 2008-17 წლების ინტერვალში უკვე აღდგენილია. წინა წლებში კომპლექსის ისტორიული სამრეკლო და სატრაპეზო დამხმარე ნაგებობებთან ერთად რესტავრირდა.

ავტორი – თათია ბუხრაშვილი / 1tv

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων