18/10/2020 18/10/2020 დიდი გულმოდგინება იქნება ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან, თუ ისინიც მეგობრულად გადაწყვეტენ ამ საკითხის, რადგან ეს თემა ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და აქტუალურია. ეს საკითხი ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთშეთანხმებით უნდა მოგვარდეს, – ამის შესახებ Imedinews-ს დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას ნეკრესის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანტონმა განუცხადა. მისი თქმით, დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და...
18 Οκτωβρίου, 2020 - 18:19
Τελευταία ενημέρωση: 18/10/2020 - 18:20

არქიმანდრიტი ანტონი: დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ამაში ეჭვის შეტანა დაუშვებელია

Διαδώστε:
არქიმანდრიტი ანტონი: დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ამაში ეჭვის შეტანა დაუშვებელია

დიდი გულმოდგინება იქნება ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან, თუ ისინიც მეგობრულად გადაწყვეტენ ამ საკითხის, რადგან ეს თემა ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და აქტუალურია. ეს საკითხი ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთშეთანხმებით უნდა მოგვარდეს, – ამის შესახებ Imedinews-ს დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას ნეკრესის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანტონმა განუცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ამაში ეჭვის შეტანა დაუშვებელია. „დავით გარეჯი ოდითგანვე და დღესაც ქართველი ერისთვის ძვირფასი და წმინდა, განუყოფელი ადგილია. ამაში ეჭვის შეტანა არანაირად არ შეიძლება, რადგან ისტორიულად ყოველთვის ასე იყო. ის თოთოეული ჩვენგანისათვის ძვირფასია.

რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ ღვთის წყალობით ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა გადაწყდეს მშვიდი, ურთიერთშეთანხმების გზით ორ მეგობარ ქვეყანას შორის. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მათი გულისხმისყოფა კეთილად მოიმართება, რომ რაც ისტორიულად ყოველთვის ჩვენი ყოფილა, ისევ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყოს.

ამას თავისი პროცესები ახლავს და ეს ორ ქვეყანას შორის შეთანხმებით უნდა დასრულდეს. კომისიები განიხილავენ და დიდი გულმოდგინება იქნება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან, თუ ისინიც მეგობრულად გადაწყვეტენ ამ საკითხის, რადგან ეს თემა ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და აქტუალურია“, – განაცხადა არქიმანდრიტმა ანტონმა (პავლიაშვილი).

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.


imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων