01/07/2024 01/07/2024 30 ივნისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღვრის – მარადსახსენებელ პატრიარქ ნეოფიტეს მემკვიდრის – არჩევნები, რომელმაც უფალში განისვენა 2024 წლის 13 მარტს. ხმის მიცემის პროცესში, რომელიც ორ ტურად ჩატარდა, პატრიარქის საარჩევნო საეკლესიო კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობა (69) ვიდინის მიტროპოლიტ დანიელს მისცეს. კენჭისყრის შედეგების ოფიციალური გამოცხადების შემდეგ, ახალარჩეული პატრიარქი დანიელი, ბულგარეთის ეკლესიის იერარქებთან...
01 Ιουλίου, 2024 - 17:16

არჩეულია ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღვარი

Διαδώστε:
არჩეულია ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღვარი

30 ივნისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღვრის – მარადსახსენებელ პატრიარქ ნეოფიტეს მემკვიდრის – არჩევნები, რომელმაც უფალში განისვენა 2024 წლის 13 მარტს.

ხმის მიცემის პროცესში, რომელიც ორ ტურად ჩატარდა, პატრიარქის საარჩევნო საეკლესიო კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობა (69) ვიდინის მიტროპოლიტ დანიელს მისცეს.

კენჭისყრის შედეგების ოფიციალური გამოცხადების შემდეგ, ახალარჩეული პატრიარქი დანიელი, ბულგარეთის ეკლესიის იერარქებთან ერთად, ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც შეკრებილი მორწმუნეები მას ხმამაღალი შეძახილებით შეხვდნენ: „აქსიოს!“, „ღირსია!“.

ტაძარში აღესრულა არჩეული პატრიარქ დანიელის ბულგარეთის საპატრიარქო ტახტზე აყვანის წეს-განგება.

ინტრონიზაციის ზეიმზე შეიკრიბნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, ბულგარეთის სახელმწიფო მოღვაწენი და მრავალი მორწმუნე.

***

ბულგარეთის ახალარჩეული პატრიარქი დანიელი (ერში ათანასე ტრენდაფილოვი) დაიბადა 1972 წლის 2 მარტს ქალაქ სმოლიანში.

დაწყებითი და საშუალო განათლება თავის მშობლიურ ქალაქში მიიღო; იმსახურა ჯარში. 1996 წელს დაიწყო ინგლისური ფილოლოგიის შესწავლა სოფიაში, წმინდა კლიმენტი ოხრიდელის უნივერსიტეტში, ხოლო მომდევნო წელს ამავე უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე გადავიდა.

1997 წელს მორჩილად მიიღეს ხაჯიდიმოვის წმინდა გიორგი ძლევაშემოსილის მონასტერში (ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნევროკოპის ეპარქია), – ნევროკოპის მარადსახსენებელი მიტროპოლიტ ნათანაელის სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ. 1999 წლის 8 ივლისს მეუფე ნათანაელმა იგი ბერად აღკვეცა, ხოლო მეორე დღეს ბერდიაკვნად დაასხა ხელნი.

2002 წელს დაამთავრა წმინდა კლიმენტი ოხრიდელის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი.

2004 წელს მორჩილების მსახურებისთვის გაიგზავნმა როჟენის ღვთისმშობლის შობის მონასტერში (ნევროკოპის ეპარქია). იმავე წლის ნოემბერში მღვდელმონაზონის ხარისხში იქნა აყვანილი, 2006 წელს კი არქიმანდრიტის ხარისხში.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 2008 წლის 20 იანვარს აღესრულა მისი ეპისკოპოსად ქიროტონიზაცია „დრაგოვიტიელის“ ტიტულით და ნევროკოპის მიტროპოლიტის ვიკარად დაინიშნა.

2010 წელს აშშ-ს, კანადისა და ავსტრალიის მიტროპოლიტ იოსების შუამდგომლობით მისი ვიკარი გახდა.

2018 წლის 4 თებერვალს ვიდინის მიტროპოლიტად გამოირჩიეს.

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων