16/04/2020 16/04/2020 ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, მონასტრებში სააღდგომო წირვა ჩატარდება ღამისთევით, მრევლის გარეშე, ხოლო ტაძრებში დილის 7 საათზე. მისი თქმით, ეს პატრიარქთან შეთანხმებულია. „მოგეხსენებათ, ტრადიციულად, სააღდგომო ღვთისმსახურება ყოველთვის აღესრულებოდა ღამისთევით და ახლაც, ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც არის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მდებარე, ღამისთევით ჩატარდება სააღდგომო ღვთისმსახურება, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე, მხოლოდ...
16 Απριλίου, 2020 - 16:40

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მონასტრებში სააღდგომო წირვა ჩატარდება ღამისთევით, მრევლის გარეშე, ხოლო ტაძრებში დილის 7 საათზე

Διαδώστε:
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მონასტრებში სააღდგომო წირვა ჩატარდება ღამისთევით, მრევლის გარეშე, ხოლო ტაძრებში დილის 7 საათზე

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, მონასტრებში სააღდგომო წირვა ჩატარდება ღამისთევით, მრევლის გარეშე, ხოლო ტაძრებში დილის 7 საათზე.

მისი თქმით, ეს პატრიარქთან შეთანხმებულია.

„მოგეხსენებათ, ტრადიციულად, სააღდგომო ღვთისმსახურება ყოველთვის აღესრულებოდა ღამისთევით და ახლაც, ყველა მოქმედ მონასტერში, რომელიც არის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მდებარე, ღამისთევით ჩატარდება სააღდგომო ღვთისმსახურება, თუმცა ეს იქნება მრევლის გარეშე, მხოლოდ იქ მყოფი სასულიერო პირები და მონაზვნები აღასრულებენ ღვთისმსახურებას და თავად მეუფე დიმიტრიც ღვთისმსახურებას აღასრულებს ბათუმში, სამების დედათა მონასტერში, საიდანაც იქნება პირდაპირი ჩართვა და ტრანსლირება. ყველას მიეცემა საშუალება, ვინც ვერ შეძლებს ტაძარში მოსვლას, სახლიდან მოისმინოს ღვთისმსახურება. ეს ეხება მონასტრებს. რაც შეეხება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სამრევლო ტაძრებს, ყველა სამრევლო ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები კომენდანტის საათთან დაკავშირებით და არ მოხდეს ამ კანონის დარღვევა. დილის 7 საათზე დაიწყება ღვთისმსახურება და მათ ექნებათ საშუალება, რომ დაესწრონ, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვით და იმ რეკომენდაციების დაცვით, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული. ამას გააკონტროლებენ სამღველოება და იქ მყოფი სტიქაროსნები”, – განაცხადა დეკანოზმა “აჭარის ტელევიზიის” ეთერში.

ის მრევლს მოუწოდებს, ვინაიდან ღამისთევაზე არ შეუძლიათ წასვლა, ფანჯრებთან ანთებული სანთლებით მიესალმონ ერთმანეთს და მიულოცონ ეს დღესასწაული.

ცნობისთვის, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, აღდგომის ღამეს მრევლი ტაძრებში „კომენდანტის საათის” დაწყებამდე მივა და სააღდგომო მსახურების შემდეგ, ტაძარს დილის 6 საათზე დატოვებს.
interpressnews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων