02/06/2020 02/06/2020 ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, წაღებულია თანხა და საეკლესიო ნივთები. „წუხელ ღამით გაქურდეს ტაძარი, სასანთლიდან წაღებულია 100 ლარამდე თანხა, საეკლესიო ნივთები, ხატები, გატეხილია ასევე შესაწირავი ყუთი. ბუნებრივია, არ ვიცით, რა რაოდენობის თანხა იყო იქ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს...
02 Ιουνίου, 2020 - 14:08

ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გაქურდეს

Διαδώστε:
ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გაქურდეს

ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, წაღებულია თანხა და საეკლესიო ნივთები.

„წუხელ ღამით გაქურდეს ტაძარი, სასანთლიდან წაღებულია 100 ლარამდე თანხა, საეკლესიო ნივთები, ხატები, გატეხილია ასევე შესაწირავი ყუთი. ბუნებრივია, არ ვიცით, რა რაოდენობის თანხა იყო იქ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων