20/11/2020 20/11/2020 დღეს, 2020 წლის 20 ნოემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, ღვთივმიიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ყოვლადუსამღვდელოესი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე. ეპისკოპოსი ლაზარე (ერში დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი) დაიბადა 1955 წლის 20 აგვისტოს. იგი 1982 წლის 7 მარტს ხელდასხმული იქნა დიაკვნად, ამავე წლის 21 მარტს – მღვდლად. მოგვიანებით აღიკვეცა მონაზვნად და არქიმანდრიტის წოდებით მრავალი...
20 Νοεμβρίου, 2020 - 11:45

გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე

Διαδώστε:
გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე

დღეს, 2020 წლის 20 ნოემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, ღვთივმიიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ყოვლადუსამღვდელოესი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე.

ეპისკოპოსი ლაზარე (ერში დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი) დაიბადა 1955 წლის 20 აგვისტოს. იგი 1982 წლის 7 მარტს ხელდასხმული იქნა დიაკვნად, ამავე წლის 21 მარტს – მღვდლად.

მოგვიანებით აღიკვეცა მონაზვნად და არქიმანდრიტის წოდებით მრავალი წელი მსახურობდა საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ექსარქიაში. 2014 წლის 11 ივნისს მოხდა მისი ქიროტონია ეპისკოპოსად და დადგინდა საქართველოს საპატრიარქოს გერმანიისა და ავსტრიის ექსარქიის მმართველ მღვდელმთავრად. 2016 წლიდან დაადგინეს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსად.

ჩვენი გვერდი გამოთქვამს მწუხარებას მისი მეუფების გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასსა და სამწყსოს.

უფალმა სასუფეველში დაამკვიდროს ეპისკოპოს ლაზარეს უკვდავი სული და მისცეს საუკუნო ხსენება.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων