26/05/2019 26/05/2019 დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით, ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, ბაქოში შეხვედრას ამ წუთებში მართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში შეხვედრის დეტალების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ. კომისიის ქართულ მხარეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. კომისია, რომლის შემადგენლობაც 20 წევრისგან განისაზღვრა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა...
26 Μαΐου, 2019 - 16:12

დავით გარეჯთან დაკავშირებით, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ბაქოში შეხვედრა მიმდინარეობს

Διαδώστε:
დავით გარეჯთან დაკავშირებით, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ბაქოში შეხვედრა მიმდინარეობს

დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით, ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, ბაქოში შეხვედრას ამ წუთებში მართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში შეხვედრის დეტალების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.

კომისიის ქართულ მხარეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

კომისია, რომლის შემადგენლობაც 20 წევრისგან განისაზღვრა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 10 მაისს დაამტკიცა.

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის ტერიტორიის 30% დასაზუსტებელია, მათ შორის, განსაკუთრებული დავის საგანი ის ტერიტორიაა, სადაც სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი მდებარეობს.

IPN

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων