29/10/2020 29/10/2020 თუ რელიგიური შეგრძნება არ გაქვს, ისტოირული, კულტურული შეგრძნება ხომ უნდა გქონდეს?! ეს ხომ შენი მიწა-წყალია, ეს ხომ შენი სამშობლოა. ვინც გინდა ის იყავი! – ამის შესახებ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა, რომელიც დავით გარეჯის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ გარეჯის სამის გამოძიება ბოლომდე მივა და სიმართლე...
29 Οκτωβρίου, 2020 - 16:10
Τελευταία ενημέρωση: 29/10/2020 - 16:12

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: დავით გარეჯი მარტო ისტორიული და კულტურული ძეგლი არ არის, ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ადამიანები მოღვაწეობენ

Διαδώστε:
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: დავით გარეჯი მარტო ისტორიული და კულტურული ძეგლი არ არის, ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ადამიანები მოღვაწეობენ

თუ რელიგიური შეგრძნება არ გაქვს, ისტოირული, კულტურული შეგრძნება ხომ უნდა გქონდეს?! ეს ხომ შენი მიწა-წყალია, ეს ხომ შენი სამშობლოა. ვინც გინდა ის იყავი! – ამის შესახებ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა, რომელიც დავით გარეჯის შესახებ საუბრობდა.

მისი თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ გარეჯის სამის გამოძიება ბოლომდე მივა და სიმართლე გაირკვევა.

„გამოძიებასთან ჩვენ გვაქვს ღია და ისეთი დამოკიდებულება, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ მოხდება და სიმართლე გაირკვევა, მაგრამ ჩვენ, ეკლესიაში, მაინც ვეყრდნობით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეში ჩვენი მხრიდან იყვნენ ჩართულები. ესენი იყვნენ მამა კირიონი და გარეჯის საძმო. ესენი არიან ჩვენი ძმები, ჩვენი მესაზღვრეები, შეიძლება ასეც ვთქვათ. მამა კირიონის შემხედვარე ადამიანს, ალბათ, ძალიან დიდი მოწიწება და სიყვარული გაუჩნდება ამ ადამიანის მიმართ, რომელსაც ისეთი ძალისხმევა ჰქონდა, რომ ყოველი წუთი და დღე ჰქონდა აღწერილი თავის მეხსიერებაში. არაფერი არ გამოუტოვებია საკითხთა მიმართებაში. რასაკვირველია, ის იყო მოვლენათა ეპიცენტრში და ამიტო, მას შეფასების უფლება ჰქონდა. იგი ადანაშაულებდა კომისიის წევრებს, რადგან არ იყენებდნენ ჩვენთვის ძალიან სასარგებლო რუკებს. შემდეგ გახსოვთ, როგორი ზეწოლა იყო მასზე, ლანძღვა და როგორი ცილისწამების ნიაღვარი წამოვიდა“, – განაცხადა მამა ალექსანდრემ.

მისივე თქმით, მამა კირიონს ჰქონდა უფლება, შეეფასებინა კომისიის წევრები, რადგან იგი ამ საქმის მოწმეა და თვითმხილველი. დეკანოზმა ასევე აღნიშნა, რომ დავით გარეჯის თემაზე საპატრიარქო განცხადებებს პერიოდულად აკეთებდა.

„ვფიქრობდით, ეს საკითხი სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს და მაინც ხელის შეშლა რომ არ გამოგვსვლოდა, ჩუმათ ვაკვირდებოდით და ამ ყველაფრის მემატიანე მამაკირიონი იყო“, – აღნისნა მამა ალექსანდრემ.

დეკანოზმა მტკნარი სიცრუე უწოდა ზოგიერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპატრიარქო წლების განმავლობაში ამ თემაზე ხმას არ იღებდა.

„მარტივად განქარდება ტყუილი, როდესაც ნახეს წლების განმავლობაში გაკეთებული ინტერვიუები. მაგალითად, მამა მიქაელ ბოტკოველის, რომელიც იმედგაცრუებული საუბრობდა და ასეთი ინტერვიუები უამრავია. ჩვენს საპატრიარქოს ამ ჩანაწერების არქივი აქვს“, – განაცხადა დეკანოზმა.

მამა ალექსანდრემ დავით გარეჯის საქმის მიმართ სასულიერო პირების განწყობის შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე ყველა სასულიერო პირი ერთ აზრზეა და შეთანხმებულია.

„არც ისმება საკითხი, რომ რაიმე პატარა განსხვავებული აზრი არსებობდეს დავით გარეჯის კუთვნილების მხრივ. დავით გარეჯი მარტო ისტორიული და კულტურული ძეგლი არ არის და ეს არ არის მარტო ჩვენი სამშობლოს ნაწილი, არამედ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც ადამიანები მოღვაწეობენ და რომლებიც ჭეშმარიტებაში განსამტკიცებლად იბრძვიან. ეს მთელი ჩვენი ერის სულიერი ძალაა. ამის მოწინააღმდეგე სინოდში არ შეიძლება ვინმე იყოს. წარმოუდგენელია! უბრალოდ, რამდენიმე ეპისკოპოსმა სურვილი თუ თავისი აზრი გამოთქვა, რომ სანამ დანაშაული არ დამტკიცდება, მოდი ამას დამნაშავეს ნუ ვუწოდებთ და ნუ ჩავთვლით დამნაშავედ. რა თქმა უნდა, მე არავის არ ვთვლი დამნაშავედ. ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ, მაგრამ მამა კირიონს ჰქონდა ამის უფლება, ის იყო მოწმე. როგორ შეიძლება მოწმემ ნახა დანაშაული და მან არ აღიაოს ის და ეს ჩაუთვალონ, ვთქვათ, უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევად?! წარმოუდგენელი რამეა!“, – განაცხადა მამა ალექსანდრემ.

მისივე თქმით, მისთვის ძალიან დამანგრეველი იყო, როდესაც გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი გაიყო. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ასეთი შანსი, შესაძლოა, არასდროს გაუჩნდეს.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

 

 

— imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων