08/10/2020 08/10/2020 „დღეს უკვე გვაქვს ყველანაირი ავთენტობით აღჭურვილი რუკა, ანუ ეს არის ისეთი რუკა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ამ კომისიაში. ამიტომაც, თუ რაიმე არ ემთხვევა კომისიის გადაწყვეტილებებსი ამ რუკას, ყველაფერი არის გადასახედი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ ეთერში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) დავით გარეჯის საკითხზე საუბრისა განაცხადა. მამა ანდრიამ დავით...
08 Οκτωβρίου, 2020 - 19:30
Τελευταία ενημέρωση: 08/10/2020 - 19:32

დეკანოზი ანდრია დავით გარეჯის საკითხზე: უკვე გვაქვს ყველანაირი ავთენტობით აღჭურვილი რუკა, ანუ ისეთი, რომელიც შეიძლება კომისიამ გამოიყენოს

Διαδώστε:
დეკანოზი ანდრია დავით გარეჯის საკითხზე: უკვე გვაქვს ყველანაირი ავთენტობით აღჭურვილი რუკა, ანუ ისეთი, რომელიც შეიძლება კომისიამ გამოიყენოს

„დღეს უკვე გვაქვს ყველანაირი ავთენტობით აღჭურვილი რუკა, ანუ ეს არის ისეთი რუკა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ამ კომისიაში. ამიტომაც, თუ რაიმე არ ემთხვევა კომისიის გადაწყვეტილებებსი ამ რუკას, ყველაფერი არის გადასახედი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ ეთერში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) დავით გარეჯის საკითხზე საუბრისა განაცხადა.

მამა ანდრიამ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ბოლო ათწლეულში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. კერძოდ, თუ როგორ გამოჩნდნენ იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და შემდეგ უკვე ტერიტორიას აღარც ტოვებდნენ.

დეკანოზის თქმით, მონასტრის ბერ-მონაზნობა ცდილობდა, ამ თემის აწევას სახელმწიფო დონეზე. სასულიერო პირმა აასევე ისაუბრა ავთენტურ რუკებზეც, რომლითაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს საზღვრებშია.

„მამა კირიონმა ატეხა განგაში, როდესაც ნახა, რომ ამოიწურა ნდობის ყველა ვადა, რასაც საზღვრის დამდგენი კომისია პირდებოდა. მან შენიშნა, რომ რეალობას იყო აცდენილი ის, რადაც ჰპირდებოდნენ. 2015 წელს გამოჩნდა რუკის ასლი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ, მაგრამ ეს ასლი არ იყო ავთენტური. მას არ ჰქონდა შესაბამისი ბეჭედი, რომელიც მის ავთენტურობას დაადასტურებდა. ანუ, კომისიის სხდომებზე ვერ გამოიყენებდი. ნებისმიერს შეეძლო, მოეტანა მსგავსივე ნიშნებით გადაკეთებული რუკა და ეთქვა, მეც მაქვს გარეგნულად მსგავსი, მაგრამ ხაზი ერთი მილიმეტრით იქეთ გადის. ერთი მილიმეტრი კი უკვე 300 მეტრს აღნიშნავს“, – განაცხადა მამა ანდრიამ.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.


— imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων