07/11/2020 07/11/2020 დღეს, 2020 წლის 7 ნოემბერს, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, მეფე ერეკლე მეორის განსასვენებელთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით უპირატესმა მღვდელმთავარმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ. პანაშვიდს დაესწრნენ ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა...
07 Νοεμβρίου, 2020 - 20:05
Τελευταία ενημέρωση: 07/11/2020 - 20:06

ერეკლე მეფის დაბადებიდან 300 წლისთავზე სვეტიცხოველში პანაშვიდი აღევლინა

Διαδώστε:
ერეკლე მეფის დაბადებიდან 300 წლისთავზე სვეტიცხოველში პანაშვიდი აღევლინა

დღეს, 2020 წლის 7 ნოემბერს, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, მეფე ერეკლე მეორის განსასვენებელთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით უპირატესმა მღვდელმთავარმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ.

პანაშვიდს დაესწრნენ ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.

ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა, მიტროპოლიტმა ანანიამ პანაშვიდის დასასრულს წარმოთქვა ქადაგება და მეფე ერეკლეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის და იმჟამინდელ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტ ანანიას ტაძარში ყოფნისას დაცული ჰქონდა პანდემიის დროს გაცემული რეკომენდაციები – პირბადე და სოციალური დისტანცია.

 

— wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων