10/12/2020 10/12/2020 საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კიტრუს, კატერინისა და პლატამონას წმიდა სამიტროპოლიტო თავისი მმართველი მღვდელმთვრის, მიტროპოლიტ გიორგის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტი გიორგი: 1. გულმხურვალე მადლობას უთვლის ყოვლადუწმიდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსსა და ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმე მეორეს ძვირფასი მამობრივი სურვილებისთვის. ასევე მადლობას უხდის ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებსა და მონაზვნებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პიერიის მაცხოვრებლებს,...
10 Δεκεμβρίου, 2020 - 15:55

“ეს დაავადება მივიღე, როგორც გაკვეთილი ღვთისგან” – მიტროპოლიტი გიორგი

Διαδώστε:
“ეს დაავადება მივიღე, როგორც გაკვეთილი ღვთისგან” – მიტროპოლიტი გიორგი

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კიტრუს, კატერინისა და პლატამონას წმიდა სამიტროპოლიტო თავისი მმართველი მღვდელმთვრის, მიტროპოლიტ გიორგის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მიტროპოლიტი გიორგი:

1. გულმხურვალე მადლობას უთვლის ყოვლადუწმიდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსსა და ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმე მეორეს ძვირფასი მამობრივი სურვილებისთვის.

ასევე მადლობას უხდის ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებსა და მონაზვნებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პიერიის მაცხოვრებლებს, თესალონიკის უმაღლესი საეკლესიო აკადემიის თანამშრომელ პროფესორებს, მომუშავე პერსონალს, სტუდენტებს, ასევე ნათესავებს, მეგობრებს, ნაცნობებსა და ყველას მათ, ვინც ამ რთული გამოცდის დროს ლოცვითი მხარდაჭერა გამოხატეს მის მიმართ.

2. ღრმა პატივისცემას გამოხატავს თესალონიკის საავადმყოფო “ΑΧΕΠΑ-ს” დირექტორისა და სამედიცინო პერდონალის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებისა და მზრუნველობისთვის, რომლებიც გამოხატავენ სიყვარულს ჩვენი თანამოძმე ყველა პაციენტების მიმართ.

3. დასტურებს, რომ ეს დაავადება ღვთისგან მიიღო, როგორც გაკვეთილი, სულიერი განვითარებისა და დამატებითი სამოძღვრო გამოცდილების მისაღებად.

4. სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს ყველა პატიენტს, ხოლო, რომლებმაც დატოვეს ეს ცხოვრება – სულის განსვენებას.

5. ყველა თანამოქალაქეს მოუწოდებს დაიცვან ზომები, ზუსტად ისე, როგორც ამას ადგენენ ჯანდაცვის ორგანიზაციები.

6. კეთილ სურვილებს უთვლის ყველას კურთხეული შობისა და ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων