03/12/2020 03/12/2020 “ძვირფასო ძმებო და დებო ამით, მე მინდა არა მხოლოდ მორფუს წმიდა სამიტროპოლიტოს, არამედ კვიპროსის ეკლესიის ღვთისმოსავ მრევლს ვუთხრა, რომ კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება (1/20/2020) კორონავირუსის პანდემიის შესახებ,რომელშიც ვაქცინის რეკომენდაციაზეა საუბარი არ წარმოადგენს წმინდა სინოდის წევრების ერთსულოვან გადაწყვეტილებას! როგორც ეს გამოცხადდა. დღევანდელი სინოდის დროს ჩვენ შევხვდით ამის შესახებ სპეციალისტ ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს, მაგრამ რაიმე საკითხის...
03 Δεκεμβρίου, 2020 - 17:47

“ვაქცინაციაზე სინოდი ერთსულოვანი არ არის” – მორფუს მიტროპოლიტი

Διαδώστε:
“ვაქცინაციაზე სინოდი ერთსულოვანი არ არის” – მორფუს მიტროპოლიტი

“ძვირფასო ძმებო და დებო

ამით, მე მინდა არა მხოლოდ მორფუს წმიდა სამიტროპოლიტოს, არამედ კვიპროსის ეკლესიის ღვთისმოსავ მრევლს ვუთხრა, რომ კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება (1/20/2020) კორონავირუსის პანდემიის შესახებ,რომელშიც ვაქცინის რეკომენდაციაზეა საუბარი არ წარმოადგენს წმინდა სინოდის წევრების ერთსულოვან გადაწყვეტილებას! როგორც ეს გამოცხადდა.

დღევანდელი სინოდის დროს ჩვენ შევხვდით ამის შესახებ სპეციალისტ ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს, მაგრამ რაიმე საკითხის თანხმობაზე ან უარყოფაზე მსჯელობა არ გამართულა.

ამიტომ, მე საჯაროდ არ ვეთანხმები ამ კომუნიკეს, რომელიც რეკომენდაციას მისცემს მორწმუნეებს ვაქცინა მოიხმარონ კორონავირუსის წინააღმდეგ”.

მორფუს მიტროპოლიტის განცხადებით ის რჩება საკითხის ღრმა შესწავლისა და დაკვირვების პროცესში.

შეგახსენებთ (1.12.20) სინოდის სხდომის კომუნიკეში საუბარია, რომ კვიპროსის ეკლესია აპრობირებულ და გამოკვლეულ ვაქცინის მოხმარებას მხარს უჭერს.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων