12/04/2020 12/04/2020 სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრემ მრევლს ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებათა განრიგი გააცნო. არქიდიაკონის განცხადებით, შვიდგზის ზეთისცხება სამშაბათს 16:00 საათზე ჩატარდება. მისივე თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შაბათს, 23:00 საათზე მიბრძანდება. „ორშაბათს, 9:00 საათზე, პირველ შეწირული ლიტურგია იქნება, საღამოს 16:00 საათზე სერობის ჟამი და ცისკარი. სამშაბათს, 9:00 საათზე, ასევე პირველ შეწირული ლიტურგია, 16:00 საათზე,...
12 Απριλίου, 2020 - 17:19
Τελευταία ενημέρωση: 12/04/2020 - 17:20

ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებათა განრიგი სამების ტაძარში

Διαδώστε:
ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებათა განრიგი სამების ტაძარში

სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრემ მრევლს ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებათა განრიგი გააცნო. არქიდიაკონის განცხადებით, შვიდგზის ზეთისცხება სამშაბათს 16:00 საათზე ჩატარდება. მისივე თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შაბათს, 23:00 საათზე მიბრძანდება.

„ორშაბათს, 9:00 საათზე, პირველ შეწირული ლიტურგია იქნება, საღამოს 16:00 საათზე სერობის ჟამი და ცისკარი.

სამშაბათს, 9:00 საათზე, ასევე პირველ შეწირული ლიტურგია, 16:00 საათზე, შვიდგზის ზეთისცხება შესრულდება.

ოთხშაბათს, 9:00 საათზე, პირველ შეწირული ლიტურგია, 16:00 საათზე ისევ სერობის ჟამი და ცისკარი.

ხუთშაბათს, 10:00 საათზე, შესრულებული იქნება ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია და წმინდა საიდუმლო სერობის გახსენება. 12 ვნების სახარება წაკითხული იქნება საღამოს 16:00 საათზე.

პარასკევს 9:00 საათზე სამეუფეო ჟამები იქნება წაკითხული, ხოლო 16:00 საათზე გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება.

შაბათს, 7:00 საათზე, შესრულდება წესის აგება, ჟამების კითხვა, ხოლო 9:00 საათზე, წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია.

22:00 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 00:00 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მოებმის წმ. იოანე ოქროპირის საზეიმო სააღდგომო საღვთო ლიტურგია“,- განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων