21/06/2019 21/06/2019 პარლამენტთან დაგეგმილ აქციას დღეს სასულიერო პირები შეუერთდებიან იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ აქციაზე პოლიცია ძალას გამოიყენებს, სამღვდელოება ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებს რათა ქართველი ახალგაზრდები დაიცვას, აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა. მეუფე პეტრე დღეს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება. სასულიერო პირმა საპატრიარქო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გუშინ ისევე, როგორც 9 აპრილს, ისევე როგორც სამოქალაქო დაპირისპირების დღეებში 91-92...
21 Ιουνίου, 2019 - 16:16
Τελευταία ενημέρωση: 21/06/2019 - 16:18

„ვწუხვართ, წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი“ – პეტრე ცაავა დღევანდელ აქციას უერთდება

Διαδώστε:
„ვწუხვართ, წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი“ – პეტრე ცაავა დღევანდელ აქციას უერთდება

პარლამენტთან დაგეგმილ აქციას დღეს სასულიერო პირები შეუერთდებიან

იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ აქციაზე პოლიცია ძალას გამოიყენებს, სამღვდელოება ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებს რათა ქართველი ახალგაზრდები დაიცვას, აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა.

მეუფე პეტრე დღეს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება. სასულიერო პირმა საპატრიარქო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გუშინ ისევე, როგორც 9 აპრილს, ისევე როგორც სამოქალაქო დაპირისპირების დღეებში 91-92 წლებში საქართველოს ეკლესიამ ვერ მოახერხა მწყემსი კეთილის სიმაღლეზე და ქრისტიანული მოწოდებით დაემტკიცებინა, რომ თავი გაეწირა ერისთვის და ერის შვილების გადასარჩენად.

„ძალიან ვწუხვართ, რომ წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი. ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, მოწოდებებს, მაგრამ იქ ვიქნებით მხოლოდ ქაშვეთის ტერიტორიაზე მხოლოდ იმისთვის, რომ დღეს ისევ განმეორდება ასეთი უმოწყალო დაპირისპირება“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქცია დაშალა, არიან დაკავებულები და დაშავებულები. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა.

ვითარება აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში იძაბებოდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა.

sputnik-georgia.com

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων