28/11/2023 28/11/2023 2023 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავში, ზაქარია ფალიაშვილის ხელოვნების სკოლის დარბაზში ქართული გალობის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში რუსთავში მდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდები მონაწილეობდნენ. საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს...
28 Νοεμβρίου, 2023 - 16:21

ზაქარია ფალიაშვილის ხელოვნების სკოლის დარბაზში ქართული გალობის საღამო გაიმართა.

Διαδώστε:
ზაქარია ფალიაშვილის ხელოვნების სკოლის დარბაზში ქართული გალობის საღამო გაიმართა.

2023 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავში, ზაქარია ფალიაშვილის ხელოვნების სკოლის დარბაზში ქართული გალობის საღამო გაიმართა.
ღონისძიებაში რუსთავში მდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდები მონაწილეობდნენ.
საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა გადასცა.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გალობის აღორძინების საქმეში საქართველოს ეკლესიის მეთაურის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
აქ შეკრებილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საიუბილეო თარიღებს ულოცავდნენ და საქართველოს ეკლესიის მეთაურის უდიდეს ღვაწლზე საუბრობდნენ.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων