“თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრებისეულ გამოწვევებს და სიძნელეებს სულიერი იმუნიტეტის გარეშე ხვდება”
წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი – სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი): “აღმოჩნდა, რომ თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრებისეულ გამოწვევებს და სიძნელეებს სულიერი იმუნიტეტის გარეშე ხვდება… განსაცდელებით და პრობლემებით გარშემორტყმული ადამიანი შინაგანად გამოიფიტა და დეპრესიას, უიმედობას მიეცა… ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ცარიელი ღუმელი ვერ გამოსცემს სითბოს, შეშის გარეშე და ბატარეა ვერ დაიმუხტება დამოუკიდებლად, თუ არ ჰქონდა მკვებავი ენერგიის წყარო, ასევე ჩვენც ვერ მოვიპოვებთ სიმშვიდეს, თუ არ გვექნა პირადი ურთიერთობა უშრეტი მადლის, სიკეთის, ბედნიერებისა და სიხარულის სათავესთან – ცოცხალ ღმერთთან…”
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.