24/09/2020 24/09/2020 2020-2021 სასწავლო წლიდან თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმატებით ჩაერთო Erasmus+ პროგრამაში. Erasmus+ პროგრამის (KA107) ფარგლებში თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიასთან. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის მობილობას. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება გამოცდილების ურთიერთგაზიარება,...
24 Σεπτεμβρίου, 2020 - 15:31
Τελευταία ενημέρωση: 24/09/2020 - 15:32

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმატებით ჩაერთო Erasmus+ პროგრამაში

Διαδώστε:
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმატებით ჩაერთო Erasmus+ პროგრამაში

2020-2021 სასწავლო წლიდან თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმატებით ჩაერთო Erasmus+ პროგრამაში.

Erasmus+ პროგრამის (KA107) ფარგლებში თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიასთან.

აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის მობილობას. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება გამოცდილების ურთიერთგაზიარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სასულიერო აკადემიის, როგორც მართლმადიდებლური უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, უწმინდესი საეკლესიო მოძღვრების – მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების მეცნიერული შესწავლის მიზნით სწავლების მეთოდებისა და პროგრამების დახვეწას.


tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων