06/02/2019 06/02/2019 ირანში, ქალაქ თეირანში აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული მცირე ზომის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდება. საკულტო ნაგებობა ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარესტავრაციო სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ირანულ მხარესთან პარტნიორობით განახორციელებს. ირანის რესპუბლიკაში სააგენტოს სამუშაო ჯგუფის ვიზიტისას, რომელსაც უწყების გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდა, არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ ნაგებობა სრულად აიზომა. მარმარილოს...
06 Φεβρουαρίου, 2019 - 17:52

თეირანში მცირე ზომის ქართულ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

Διαδώστε:
თეირანში მცირე ზომის ქართულ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ირანში, ქალაქ თეირანში აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული მცირე ზომის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდება. საკულტო ნაგებობა ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე

სარესტავრაციო სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ირანულ მხარესთან პარტნიორობით განახორციელებს.

ირანის რესპუბლიკაში სააგენტოს სამუშაო ჯგუფის ვიზიტისას, რომელსაც უწყების გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდა, არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ ნაგებობა სრულად აიზომა.

მარმარილოს ქვის არქიტექტურული ნაგებობა კონსტრუქციული მდგრადობის მხრივ, ამჟამად რთულ მდგომარეობაში იმყოფება და გადაუდებელ სარესტავრაციო ჩარევას საჭიროებს. ანაზომებისა და ფოტო მასალის მიხედვით, სააგენტო მიმდინარე წელსვე უზრუნველყოფს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, ირანის კულტურული მემკვიდრეობის, ხელნაკეთებისა და ტურიზმის დეპარტამენტთან უახლოეს თვეში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება. ფიზიკური სამუშაოები წელსვე დაიწყება და მას საქართველოს მხარე დააფინანსებს.

7- დღიანი ვიზიტის მსვლელობისას ირანის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრთან და ისპაჰანის პროვინციის ძეგლთა დაცვით უწყებებთან ერთად დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობის ფართო სპექტრი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მხარეთა გრძელვადიანი თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს.

თეირანში დულაბის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე 1924 წელს აგებული სამლოცველო და აკლდამა საზოგადო მოღვაწემ და ნავთობმაგნატმა, აკაკი ხოშტარიამ მისი გარდაცვლილი მეუღლის, მინადორა თურქია-ხოშტარიას ხსოვნას მიუძღვნა.

(ავტორი – თათია ბუხრაშვილი / 1tv.ge)

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων