01/06/2019 01/06/2019 22-27 მაისს მიტროპოლიტ პანტელეიმონ პაპაგეორგიუს სახელობის ეკუმენური, მისიოლოგიური და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ქართველ თეოლოგების და თეოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტების მონაწილეობით თესალონიკში თეოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა, რომლის თემა იყო „მართლმადიდებელი თეოლოგია და მოწმობა“. ათონის მთის წმინდა კინოტის მიწვევით, სიმპოზიუმის ქართველმა მონაწილეებმა მოილოცეს ათონის მთის მონასტრები. შეხვდნენ წმინდა მთის მონასტრების წინამძღვრებს, სასულიერო პირებს. გაიმართა დიალოგი საღვთისმეტყველო საკითხებზე....
01 Ιουνίου, 2019 - 13:22
Τελευταία ενημέρωση: 01/06/2019 - 13:23

თესალონიკში თეოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა

Διαδώστε:
თესალონიკში თეოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა

22-27 მაისს მიტროპოლიტ პანტელეიმონ პაპაგეორგიუს სახელობის ეკუმენური, მისიოლოგიური და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ქართველ თეოლოგების და თეოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტების მონაწილეობით თესალონიკში თეოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა, რომლის თემა იყო „მართლმადიდებელი თეოლოგია და მოწმობა“.

ათონის მთის წმინდა კინოტის მიწვევით, სიმპოზიუმის ქართველმა მონაწილეებმა მოილოცეს ათონის მთის მონასტრები. შეხვდნენ წმინდა მთის მონასტრების წინამძღვრებს, სასულიერო პირებს. გაიმართა დიალოგი საღვთისმეტყველო საკითხებზე.

სიმპოზიუმის სამეცნიერო სესია თესალონიკის წმინდა თეოდორას მონასტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა ევთანაზიისა და ბიოეთიკის საკითხებს, ღმრთისმეტყველების სოციალურ როლს, კატეხიზაციისა და ლიტურგიულ ცხოვრებაში ჩართულობას, თეოლოგიური განათლების მისიონერულ როლს უკეთესი მომავლისთვის. წარმოდგენილი იქნა მოხსენებები საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან.

კონფერენციის დასასრულს იეროდიაკონმა ირაკლი ჯინჯოლავამ ქართველი მონაწილეების სახელით მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს სიმპოზიუმის ორგანიზებისათვის. პროფესორ პეტროს ვასილიადისმა, ბერძნულმა მხარის სახელით, საქართველოს პატრიარქს საჩუქრად გამოუგზავნა დიდი ხუთშაბათის მსახურებისთვის განკუთვნილი არდაგი და ხელსახოცი.

ინფორმაციას იეროდიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა ავრცელებს.

1tv

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων