03/03/2020 03/03/2020 სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას....
03 Μαρτίου, 2020 - 16:13
Τελευταία ενημέρωση: 03/03/2020 - 16:36

ილია მეორე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

Διαδώστε:
ილია მეორე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა უსურვა და ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოების იმედი გამოთქვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

1tv.ge

 

interpressnews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων