04/12/2019 04/12/2019 ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრია დამოკიდებული თვითონ ადამიანზე, აირჩევს კეთილ გზას, თუ ბოროტს ,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა. „დღეს არის ბედნიერი...
04 Δεκεμβρίου, 2019 - 13:00
Τελευταία ενημέρωση: 04/12/2019 - 13:19

ილია მეორე – ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს გზას

Διαδώστε:
ილია მეორე – ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს გზას

ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრია დამოკიდებული თვითონ ადამიანზე, აირჩევს კეთილ გზას, თუ ბოროტს ,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა.

„დღეს არის ბედნიერი დღე, ტაძრად მიყვანება ღვღისმშობლის. ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ყოვლადწმინდამ, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში. ეს არის ტაძარი, ეს არის კარიბჭე სასუფეველისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა. ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა და ყველაფერი არის ადამიანისათვის, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს. მასზე ბევრია დამოკიდებული, რას აირჩევს – კეთილ გზას აირჩევს, თუ ბოროტს“ ,- განაცხადა ილია მეორემ.

მისივე თქმით, ხშირად ადამიანი ამბობს, რომ სურს, ბედნიერი იყოს დედამიწაზე, რადგან არ იცის, რა იქნება გარდაცვალების შემდეგ. პატრიარქის თქმით, წუთისოფელში ცხოვრება დროებითია და ის არაფერია სამუდამო სასუფეველთან შედარებით.

„უნდა შედგეს სინერგია, დაახლოება ორი ძალისა, ადამიანისა და ღვთაებრივი ძალისა, ადამიანისა თუ ბოროტი ძალისა. ხშირად ისმის ადმიანებისგან, დედამიწაზე ბედნიერი ვიყოო და იქ რა იქნება, არ მაინტერესებსო. ჩვენი აქ ყოფნა წუთისოფელია და ეს წუთისოფელი არაფერია სასუფეველთან, სასუფეველი დაუსრულებელია. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი დედამიწასთან“ ,- განაცხადა ილია მეორემ და მრევლს მარტყოფში, დედათა მონასტერში მომხდარი ერთი შემთხვევის შესახებ უამბო.

„მინდა, გაგახსენოთ ერთი შემთხვევა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. მარტყოფში გვაქვს დედათა მომასტერი, იქ ვიმყოფებოდი და ვისვენებდი. მოფრინდა ორი მერცხალი და გარშემო უვლიდა ოთახს, სადაც მე ვიყავი. შემდეგ დაიწყეს ბუდის კეთება, ჩქარობდნენ ბუდის გაკეთებას. სადაც დაიწყეს ბუდის კეთება, ის შუაში ეკიდა ჭაღი. თქვენ იცით, ჭაღს აქვს თაღი, მერე ჯაჭვები და იმ თაღს აქვს მრგვალი რკინის საკიდი. იმ თაღში შევიდნენ, იქ აკეთებდნენ ბუდეს. ვუთხარი, მანდ რომ აკეთებთ ბუდეს, მანდ დენია, ელექტროდენია-მეთქი და შეიძლება, დაგარტყას და მოგკლას. ახლა მე ფიცარს ავიღებ, კუთხეში სადმე გაგიკეთებთ და იქ გააკეთეთ თქვენი ბუდე. სულ გაიგეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერი გაიგეს. ვიპოვე პატარა ფიცარი, კუთხეში დავარტყი ლურსმანი და ვუთხარი, ახლა გააკეთეთ-მეთქი და ესეც გაიგეს. დაიწყეს კეთება, დაანებეს თავი იმ ჭაღს და დაიწყეს ფიცარზე კეთება. მთაზე ავედით, იქ სალოცავი იყო წმინდა გიორგისი, სახლიდან არის ერთი კილომეტრი, დაღამდა და წამოვედით სახლისაკენ, ორი მერცხალი მოფრინდა. ვუთხარი, ჩემთან ერთად ვინც იყვნენ, რომ ეს ჩვენი მერცხლები ხომ არ არიან-მეთქი, ჩამოვედით სახლში და დედა გალინას ვკითხე, ხომ არ გინახავსმეთქი მერცხლები, ის მპასუხობს, ცოცხით ძლივს გავყარე ოთახიდანო. რატომ გაყარემეთქი, ვინ დაგავალამეთქი, მე დარდი გამყვა, სად იქნებიანმეთქი. მეორე დღეს მოფრინდნენ ისევ, სამი წრე გააკეთეს და დამემშვიდობნენ. ძალიან იმოქმედა ამან, აღარ მოფრენილან, მაგრამ დაგვემშვიდობნენ. ეს მეტყველებს, როგორი კავშირია ადამიანსა და ბუნებას შორის. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი დაკავშირებულია მიწასთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, პირუტყვთან. ჩვენ სიყვარული უნდა გვქონდეს მათთან, ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ იმათ სიყვარულს. მითუმეტეს, ტაძარი ეს ისეთი საოცრებაა, რომ ცვლის ადამიანს. ადამიანში ფერისცვალება ხდება. თქვენ ალბათ გიგრძვნიათ, სახლში ხარ, უხასიათოდ, მოხვედი ტაძარში და ფერისცვალება ხდება, მადლოი სულისა წმინდისა გადმოდის, განსაკუთრებით ტაძარში და ეს ენიჭება ადამიანს. უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ მადლი ღვთისა არის უძლურთა მკურნალი. დღეს ღვთისმშობლად მიყვანების დღეა, ღმერთმა ინებოს და ჩვენც შევიდეთ ზეციურ ტაძარში, მოგვცეს ღმერთმა ძალა, მადლი, რათა ღირსი გავხდეთ ტაძრად შეცვლისა, მიწიერ ტაძარშიც და ზეციურ ტაძარში, საუფეველში, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მადლი ღვთისა იყოს თქვენთან და საქართველოსთან“ ,- განაცხადა ილია მეორემ.

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων