ილია მეორის ბრძანებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო შეიქმნა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ბრძანებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო შეიქმნა.
როგორც პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული, საბჭოს აღნიშნულ ეპარქიაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელებს.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე; პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი; საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღამაიძე; თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.
— 1tv.ge
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.