18/10/2020 18/10/2020 17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატების გამო მღვდელმსახურებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. რეკომენდაციები ეხება პირბადეების ტარებას, დისტანციის დაცვას და დეზინფექციის ჩატარებას ტაძრებში. „დღეს მღვდელმსახურებთან საპატრიარქოსაგან დაიგზავნა სმს შეტყობინება,...
18 Οκτωβρίου, 2020 - 19:20
Τελευταία ενημέρωση: 18/10/2020 - 19:27

კორონავირუსის საფრთხის გამო საპატრიარქომ მღვდელმსახურებს შეტყობინებები დაუგზავნა

Διαδώστε:
კორონავირუსის საფრთხის გამო საპატრიარქომ მღვდელმსახურებს შეტყობინებები დაუგზავნა

17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატების გამო მღვდელმსახურებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.

რეკომენდაციები ეხება პირბადეების ტარებას, დისტანციის დაცვას და დეზინფექციის ჩატარებას ტაძრებში.

„დღეს მღვდელმსახურებთან საპატრიარქოსაგან დაიგზავნა სმს შეტყობინება, საჭიროა მსახურებისას, მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მსახურების შემდეგ მოხდეს ტაძრის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით“, – წერს ჯაღმაიძე თავის Facebook-გვერდზე.

17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა.


— sputnik-georgia.com

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων