13/04/2020 13/04/2020 მადრიდში ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. არქიმანდრიტ პიროს გოცირიძეს ვირუსის სიმპტომები 10 დღის წინ გამოუვლინდა, თუმცა მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. სასულიერო პირი “ფორმულასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების გამო, ეკლესია ერთი თვის წინ დაიხურა და ონლაინ ლოცვებზე გადავიდა. ამ დროისთვის არქიმანდრიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. “10 დღის წინ სიცხე...
13 Απριλίου, 2020 - 15:42

მადრიდში ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა

Διαδώστε:
მადრიდში ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა

მადრიდში ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

არქიმანდრიტ პიროს გოცირიძეს ვირუსის სიმპტომები 10 დღის წინ გამოუვლინდა, თუმცა მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.

სასულიერო პირი “ფორმულასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების გამო, ეკლესია ერთი თვის წინ დაიხურა და ონლაინ ლოცვებზე გადავიდა. ამ დროისთვის არქიმანდრიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“10 დღის წინ სიცხე ამერწია. სახსრები ტკიოდა, სისუსტეს ვგრძნობდი და თავი მტკიოდა ძალიან. დაახლოებით 6 დღის წინ დამეწყო ტკივილი გულის მხარეში. სუნთქვის დროს მაწუხებდა. გადამიყვანეს კლინიკაში და მითხრეს, რომ კოვიდ-19 მაქვს, უბრალოდ ძალიან იოლ ფორმებში. მსახურებები აღარ ტარდებოდა ტაძარში მთელი ეს პერიოდი და ონლაინ ლოცვებზე გადავედით”, – აღნიშნა მან.

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων