07/11/2019 07/11/2019 ქართულ ეკლესიას უფლება უნდა მივცეთ, ავტონომიის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება განაგრძოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განუცხადა, რომელიც საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ყველამ სეკულარიზმის პრინციპი უნდა დაიცვას, სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის საქმეებში ჩარევა არ უნდა მოხდეს და პირიქით, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ეკლესიის ჩართულობა სახელმწიფოებრივ საკითხებში. „ქართულ ეკლესიასთან...
07 Νοεμβρίου, 2019 - 21:05

მარიამ ჯაში – ქართულ ეკლესიას უფლება უნდა მივცეთ, ავტონომიის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება განაგრძოს

Διαδώστε:
მარიამ ჯაში – ქართულ ეკლესიას უფლება უნდა მივცეთ, ავტონომიის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება განაგრძოს

ქართულ ეკლესიას უფლება უნდა მივცეთ, ავტონომიის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება განაგრძოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განუცხადა, რომელიც საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ყველამ სეკულარიზმის პრინციპი უნდა დაიცვას, სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის საქმეებში ჩარევა არ უნდა მოხდეს და პირიქით, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ეკლესიის ჩართულობა სახელმწიფოებრივ საკითხებში.

„ქართულ ეკლესიასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. იმ ეკლესიას დიდ პატივს ვცემთ, რომელსაც 17 საუკუნე უკავშირდება და დიდია ეკლესიის როლი როგორც სახელმწიფოებრივ საკითხებში, ასევე განათლებისა და მეცნიერების თვალსაზრისით. ბევრი საკითხი მოულოდნელი იყო, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე პოლიტიკაში ჩართული პირებისთვის. სინოდის სხდომაზე მძიმე გადაწყვეტილების მიუხედავად, უწმინდესმა ამ პროცესების მართვა ჩვეული სიბრძნით შეძლო. სინოდის სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადება ყველასთვის მიუღებელია. მაქსიმალური სიმშვიდის აუცილებლობა საჭირო. ქართულ ეკლესიას უფლება უნდა მივცეთ, ავტონომიის ფარგლებში განაგრძოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება”, – აღნიშნა ჯაშმა.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων