18/10/2020 18/10/2020 ვანისა ბაღდათის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) დავით გარეჯის საკითხზე ეპარქიის “ფეიბუკის” ოფიციალურ გევრდზე პირად მოსაზრებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ არქიმანდრიტმა კირიონმა საფუძვლიანად და არგუმენტირებულად წარმოაჩინა უტყუარი ფაქტები ამ მოვლენების ირგვლივ და ყველას სთხოვს, ნუ გამოიტანენ დროზე ადრე დასკვნებს. მეუფე ანტონის DOGMA.GE მოსაზრებას სრულად გთავაზობთ: “მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს მასმედიასა და საზოგადოების ყველა ფენაში...
18 Οκτωβρίου, 2020 - 17:16
Τελευταία ενημέρωση: 18/10/2020 - 17:17

მეუფე ანტონი: “მსოფლიოში არც ერთი გიჟი არ აღიარებს, რომ გიჟია და ამიტომაა საგიჟეში”

Διαδώστε:
მეუფე ანტონი: “მსოფლიოში არც ერთი გიჟი არ აღიარებს, რომ გიჟია და ამიტომაა საგიჟეში”

ვანისა ბაღდათის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) დავით გარეჯის საკითხზე ეპარქიის “ფეიბუკის” ოფიციალურ გევრდზე პირად მოსაზრებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ არქიმანდრიტმა კირიონმა საფუძვლიანად და არგუმენტირებულად წარმოაჩინა უტყუარი ფაქტები ამ მოვლენების ირგვლივ და ყველას სთხოვს, ნუ გამოიტანენ დროზე ადრე დასკვნებს. მეუფე ანტონის DOGMA.GE მოსაზრებას სრულად გთავაზობთ:

“მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს მასმედიასა და საზოგადოების ყველა ფენაში მწვავე დისკუსიის საგნად ქცეულ დავით გარეჯის სამოსანსტრო კომპლექსთან და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებულ საკითხს და გამოვთქვა ჩემი, როგორც მღდელმთავრისა და მოქალაქის პოზიცია.
თავიდანვე მინდა გნვაცხდო, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს მიწაა და ჩვენი დედა ეკლესიისა და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია და ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად მესმის დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწე და საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებისა და მრევლის უმეტესი ნაწილის პოზიციები.
რაც შეეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრების დაზუსტებას, მიუხედავად ჩვენი ემოციებისა, ეს საკითხი საქმის საფუძვლიანად მცოდნე მეცნიერების, სპეციალისტებისა და პოლიტიკოსების გადასაწყვეტია და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საკითხის მოგვარებაში არ დაზიანდება ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესები და უსამართლობისა და უსუსურობის განცდა არ დარჩებათ მოქალაქეებს.
ცნობილია, რამდენი კაცია, იმდენი აზრია და დღეს, ყველას ყველაფერზე საკუთარი შეხედულება, მოსაზრებანი და აზრი გააჩნია , ვის ვარუდების დონეზე, ვის – საკუთარი გამოცდილებისა, თუ სურვილების დონეზე. აღსანიშნავია, რომ ძალინ ნაკლებნი ეკითხებიან თავს, არიან თუ არა ამ საკითხებში კომპეტენტურნი.
პირადად, რაც უტყუარად ვიცი, ის არის, რომ 1994 წლიდან მაშინ, როდესაც იქ,
გარეჯის უდაბნოში, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები იყო, იმ დროიდან მსახურობს არქიმანდრიტი კირიონი, რომლის დიდი ძალისხმევითაც მიიღო ამ კომპლექსმა დღევანდელი სახე.
იმ დროს იქ არც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩანდნენ და არც მათი პრეტენზიები ისმოდა.
გავიდა დრო და 2005 წლიდან აქ, ნელ-ნელა, ჩნდებიან მესაზღვრეები, რომელნიც კუს ნაბიჯებით, მაგრამ კაპიტალურად არა თუ მოუახლოვდნენ, შემოიჭრენ ამ ერთიან სამონასტრო კომპლექსში.. ხოლო 2012 წლიდან იწყებენ მომლოცველების არ შეშვებას…
იბადება კითხვა: საიდან, რამ გაათამამა აზერბაიჯანის მხარე, რის საფუძველზე დაიწყო ასეთი თავდაჯერებული მოქმედება და ვინ, ან რომელმა უწყებამ უნდა უპასუხოს ამაზე. ან საიდან ვასკვნით, ვინ არის და ვინ – არა უდანაშაულო გამოძიების გარეშე.
აქედან ნუ გამოიტანთ დასკვნას რომ მე მომხრე ვარ წინასწარპატიმრობისა, მაგრამ არც ის მიმაჩნია დამაჯერებელ არგუმენტად, რომ ბრალდებულნი რადგან ამბობენ, რომ დამნაშავე არ არიან, ამის გამო მათ მიმართ უნდა შეწყდეს გამოძიება… მსოფლიოში არც ერთი მსჯავრდებული არ ამბობს, რომ ღირსია სასჯელისა, მსოფლიოში არც ერთი გიჟი არ აღიარებს, რომ გიჟია და ამიტომაა საგიჟეში.
ერთხელ მეფემ პატიმრები მოინახულა. სათითაოდ ყველა პატიმარმა შესჩივლა, რომ უდანაშულოდ იხდიდა სასჯელს. ბოლოს მეფემ შენიშნა, რომ მხოლოდ ერთი პატიმარი იდგა მოშორებით, რომელიც არ მივიდა მასთან. მეფე დაინტეესდა ამ პატიმრით და როდესაც მისგან გაიგო, რომ ავაზაკია და დამსახურებულად იხდიდა სასჯელს, ადმინისტრაციას უთხრა, გაანთავისუფლეთ – ამდენი პატიოსანი ადამიანი არ გააფუჭოსო…
ან რატომ არ გვჯერა 1938 წლის ხელმოწერილი რუკის, რომელსაც მხარს უჭერს და ათწლეულობით თავგამოდებით იცავს ამ პოზიციას დედა ეკლესია და რატომ გვჯერა მათი, ვის დროსაც, რაღაც უცნაურდ, ვიტყოდი, მუხანათურად მოხდა მისი გასხვისება.
ვინ ვის წისქვილზე ასხამს წყალს, დრო გამოაჩენს.
მე პირდაპირ ვიტყოდი რომ, არქიმანდრიტმა კირიონმა საფუძვლიანად და არგუმენტირებულად
წარმოაჩინა უტყუარი ფაქტები ამ მოვლენების ირგვლივ და ყველას ვთხოვ, ნუ გამოიტანს დროზე ადრე დასკვნებს, რომელსაც თავს გვახვევენ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ეშინია ამ მუხანათური
ჩანაფიქრის გამჟღავნებისა და რომელთა ხელშეწყობითაც მოხდა ის, რაც ვერ შეძლო სერგო ორჯონიკიძემ და სხვა მავანმა…” – წერს მეუფე ანტონი.

წყარო იხილეთ აქ


H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων