03/05/2019 03/05/2019 გიორგი ეპიკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის. 02.05.19. დღეს მისიუწმინდესობის ლოცვა კურთხევით, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა იობმა სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურგია აღავლინა დავით გარეჯის ლავრაში კერძოდ თხემზე სადაც ეწამა ექვსიათასი გარეჯელი ბერი, მინდა შევუერთდე მათ სულისკვეთებას და ჩვენს თანამემამულეებთან ერთად შევთხოვო ღმერთს, რათა დაიცვას და განამტკიცოს “საზღვარნი საქართველოისანი”. დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ბერ-მონაზვნობის...
03 Μαΐου, 2019 - 10:59

მეუფე გიორგი: დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ბერ-მონაზვნობის სულიერი აკვანი და ჩვენი იერუსალიმი

Διαδώστε:
მეუფე გიორგი: დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ბერ-მონაზვნობის სულიერი აკვანი და ჩვენი იერუსალიმი

გიორგი ეპიკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის. 02.05.19.

დღეს მისიუწმინდესობის ლოცვა კურთხევით, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა იობმა სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურგია აღავლინა დავით გარეჯის ლავრაში კერძოდ თხემზე სადაც ეწამა ექვსიათასი გარეჯელი ბერი, მინდა შევუერთდე მათ სულისკვეთებას და ჩვენს თანამემამულეებთან ერთად შევთხოვო ღმერთს, რათა დაიცვას და განამტკიცოს “საზღვარნი საქართველოისანი”. დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ბერ-მონაზვნობის სულიერი აკვანი და ჩვენი იერუსალიმი.
მე როგორც მარნეულის ეპისკოპოსმა მინდა ვთქვა რომ, ვხედავ თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება ჩვენთან მცხოვრები აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე რათა ისინი იყვნენ სრულუფასოვანი წევრები საზოგადოების. მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, მათ აქვთ ყოველგვარი პირობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისა ჩვენს ხალხთან. სამწუხაროა რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ამ და სხვა კონტექსტსაც არ ითვალისწინებს და უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს. ერთი იცოდეს ყველამ – შინაურმაც და გარეულმაც – არავის დავუთმობთ ჩვენს წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას, უპირველსად სამღვდელოება წავალთ და ჩვენს მკერდს მივუშვერთ მომხდურთ, წინაპართა დარად!
იმედია ჩვენი მეზობელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენს კეთილმეზობლურ, ძმურ ურთიერთობებში არ გააჩენს ბზარს!

 

 

karibche.ambebi.ge

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων