28/12/2018 28/12/2018 საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც სხდომიდან გამოსვლის შემდეგ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზოსიმემ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე უკრაინის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას სავარაუდოდ მხარს დაუჭერს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. „იანვარში მსოფლიო...
28 Δεκεμβρίου, 2018 - 1:40
Τελευταία ενημέρωση: 28/12/2018 - 1:59

მეუფე ზოსიმე – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს ვუჭერთ, თუმცა გადაწყვეტილებას მსოფლიო პატრიარქის დადგენილების შემდეგ მივიღებთ

Διαδώστε:
მეუფე ზოსიმე – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს ვუჭერთ, თუმცა გადაწყვეტილებას მსოფლიო პატრიარქის დადგენილების შემდეგ მივიღებთ

საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.

როგორც სხდომიდან გამოსვლის შემდეგ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზოსიმემ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე უკრაინის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას სავარაუდოდ მხარს დაუჭერს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„იანვარში მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და ჩვენი ეკლესია გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს. ახლა თავი შევიკავეთ. იანვარში მსოფლიო პატრიარქის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ მოვახდენთ რეაგირებას. საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას მხარს უჭერს“, – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინის ეკლესიის წინამძღოლად არჩეულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის ტომოსს 6 იანვარს სტამბოლში გადასცემს.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων