07/05/2020 07/05/2020 სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს. ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ყველას მადლობა გადაუხადა გამოჩენილი თავდადებისთვის და შექმნილ ვითარებაში სინოდის ერთიანობას გაუსვა ხაზი. „მონასტრის დედებს, მამებს,...
07 Μαΐου, 2020 - 13:36
Τελευταία ενημέρωση: 07/05/2020 - 13:37

მეუფე იაკობი – სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები?

Διαδώστε:
მეუფე იაკობი – სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები?

სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს. ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ყველას მადლობა გადაუხადა გამოჩენილი თავდადებისთვის და შექმნილ ვითარებაში სინოდის ერთიანობას გაუსვა ხაზი.

„მონასტრის დედებს, მამებს, მრევლს, მთელ საქართველოს დიდი მადლობა იმ თავდადებისთვის, რაც გამოიჩინეთ. სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს. ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ღმერთმა როგორ გვაშორა ხომ ყველაფერი. პატრიარქი გვაჩვენებდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა და ყველა რა, იმიტომ რომ ისეთი ერთსულოვნება ჰქონდა გაგიკვირდებათ. კიდევაც, ვუთხარი და სხვებმაც აღიარეს. ერთმანეთს კიდევაც განვიკითხავთ, ადამიანები ვართ, ზოგს ერთმანეთის მიმართ შური ჰქონდა, დაგვაძლევინა ეს უფალმა და მამასთან საძმო, უფროსი და უმცროსი ძმები, ერთად მივდიოდით. მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო და 87 წლის ადამიანი, სულით და ხორცით ქრისტიანი, ქართველი, ჩვენი მამამთავარი, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი უფალმა მთავარსარდლად გამოირჩია, სხვებს მაპატიეთ და, ლეიბზე წამოწოლილებს, ხალხის გარეშე გვაჩვენებდნენ დიდ ტაძრებში, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო და ქრისტეს ლაშქარს მიუძღვებოდა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων