18/10/2020 18/10/2020 ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი, რომ თითქოს და ეს საკითხი ვთქვათ შექმნის პრობლემას აზერბაიჯანთან ურთიერთობაში, კაპიტულანტური პოზიციაა და თვლი, რომ თუ საქართველო ასე გააგრძელებს აზროვნებას, ყველა საკითხში პრობლემა გვექნება და ჩვენი ინტერესების დაცვა აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება , – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ დავით-გარეჯის საკითხის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, დემარკაცია-დელიმიტაცია ნიშნავს იმას, რომ...
18 Οκτωβρίου, 2020 - 18:06

მეუფე სტეფანე: თუ საქართველოს აღმოაჩნდა უფრო გამამყარებელი მტკიცებულებები, რატომ უნდა იყოს ეს პრობლემა აზერბაიჯანისთვის

Διαδώστε:
მეუფე სტეფანე: თუ საქართველოს აღმოაჩნდა უფრო გამამყარებელი მტკიცებულებები, რატომ უნდა იყოს ეს პრობლემა აზერბაიჯანისთვის

ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი, რომ თითქოს და ეს საკითხი ვთქვათ შექმნის პრობლემას აზერბაიჯანთან ურთიერთობაში, კაპიტულანტური პოზიციაა და თვლი, რომ თუ საქართველო ასე გააგრძელებს აზროვნებას, ყველა საკითხში პრობლემა გვექნება და ჩვენი ინტერესების დაცვა აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება , – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ დავით-გარეჯის საკითხის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დემარკაცია-დელიმიტაცია ნიშნავს იმას, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა და მიმდინარეობს ამ საკითხის კვლევა.

„თუ საქართველოს მხარეს აღმოაჩნდა გარკვეული უფრო გამამყარებელი მტკიცებულებები, რატომ უნდა იყოს ეს პრობლემა აზერბაიჯანისთვის. ეს საბუთები არის ზუსტად იმის დასტური, რომ ჩვენ რაზეც შევთანხმდით, ის ყველაფერი ჩვენ უკვე გამართულად, იურიდიულად გაგვაჩნია და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რათა შევძლოთ მშვიდობიანად მოვაგვაროთ ეს ურთიერთობა და საქართველოსა და აზერბაიჯანის სასიკეთოდ, ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობები დალაგდეს და გვქონდეს ბოლოს და ბოლოს საზღვარი ერთმანეთში ისე, რომ სადავო არაფერი არ იყოს“- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.


— imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων