მილოცვა – პროფესორი სერგო ვარდოსანიძე – 65
ვებ-გვერდ “მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” ადმინისტრაცია პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით დაბადებიდან 65 წლის იუბილეს ულოცავს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს.
ბატონი სერგოს ღვაწლი და დამსახურება გამორჩეულია ჩვენი სამშობლოსა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მის მიერ განისწავლა და აღიზარდა სასულიერო და საერო პირთა თაობები (მათ შორის რამდენიმე მღვდელმთავარი).
პროფესორ სერგო ვარდოსანიძის სამეცნიერო ნაშრომები საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში უდავოდ ერთ-ერთ მთავარ და ფუნდამენტურ წყაროს წარმოადგენს ჩვენი ეკლესიის მატიანის შესწავლისას.
უფალმა მიანიჭოს მრავალჟამიერი სიცოცხლე და მისთვის ჩვეული შემდგომი დიდი მოღვაწეობა.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.