მიტროპოლიტ იობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს რუისისა და ურბნისის ეპარქიის პრესცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი იერონიმე (ქათამაძე), რომელიც წერს:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მეუფე იობი თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და აგრძელებს მკურნალობის კურსს.
ყველას დიდი მადლობა, მეუფისადმი გამოჩენილი ყურადღებისათვის.
პ.ს: შემოგვდის მრავალი შეტყობინება და ყველას ერთად აქ გიპასუხეთ”, – ნათქვამია მღვდელმონაზონ იერონიმეს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი იობი დაინფიცირდა კორონავირუსული ინფექციით და რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობის კურსს გადის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
უფალმა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მიმადლოს მიტროპოლიტ იობს.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.