18/10/2020 18/10/2020 გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი და მიმაჩნია, რომ სატელევიზო სივრცეში ამდენი საუბარი არის ჯადოსნური ხელის ქნევა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯის საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მან დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია „ნილსის და გარეული ბატების მოგზაურობას“ შეადარა. „ამ თავგადასავალში არის ერთი მომენტი – თაგვები აწუხებენ...
18 Οκτωβρίου, 2020 - 17:24

მიტროპოლიტი ნიკოლოზი დავით გარეჯზე – “უმსგავსობაა ამდენი ხანი ამ თემაზე საუბარი”

Διαδώστε:
მიტროპოლიტი ნიკოლოზი დავით გარეჯზე – “უმსგავსობაა ამდენი ხანი ამ თემაზე საუბარი”

გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი და მიმაჩნია, რომ სატელევიზო სივრცეში ამდენი საუბარი არის ჯადოსნური ხელის ქნევა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯის საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია „ნილსის და გარეული ბატების მოგზაურობას“ შეადარა.

„ამ თავგადასავალში არის ერთი მომენტი – თაგვები აწუხებენ ქალაქს და ნილსმა იშოვა ჯადოსნური სალამური, უკრავს მასზე, უკან მიდის და თაგვები მოჰყვებიან. მთელ თაგვებს გაიყვანს, ეს დიდია, წყალში შევა და ამ თაგვებს გადაჩეხავს. მგონია, რომ რაღაც უხილავი ხელი, ჯადოსნური ხელი აქნევს ამ საკითხს, ვიღაც სალამურზე უკრავს და ეს თქვენ ხართ, ჟურნალისტები. ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები ამ სალამურის ხმაზე მოგყვებით. უმსგავსობაა ამდენი ხანი ამ თემაზე საუბარი, რადგან მინდა დაგარწმუნოთ, გარეჯის საკითხზე საუბრით გარეჯს არც არაფერი მოემატება და არც მოაკლდება. გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი და მიმაჩნია, რომ სატელევიზო სივრცეში ამდენი საუბარი არის ჯადოსნური ხელის ქნევა. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ ასეთი სახით და ფორმით დავით გარეჯის საკითხზე საუბარი „გაუგებარი, უცნაური თამაშია“.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამ უცნაურ თამაშს მოსახლეობა, როგორც პოლიტიკური ცხვარი მიჰყვება.

თუმცა, როგორც მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, მას არ სურს, რომ „პოლიტიკური ცხვარი იყოს“.

„მიმაჩნია, რომ საჯარო სივრცეში ასეთი სახით და ფორმით დავით გარეჯზე საუბარი რაღაც გაუგებარი, უცნაური თამაშია, რომელსაც მოსახლეობა, როგორც პოლიტიკური ცხვრები მივყვებით. მე არ მინდა ვიყო პოლიტიკური ცხვარი. მინდა ვიყო ქრისტეს ცხვარი და ამიტომ შეწყდეს ამ თემაზე საუბარი, ეს არის ჩემი მოწოდება“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მას დავით გარეჯზე საჯარო სივრცეში საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„გამოძიება რამდენიმე კვირით ადრე არ დაწყებულა, დიდი ხანია მიმდინარეობს. რაც შეეხება საჯარო სივრცეში ამ თემაზე საუბარს, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება სინოდის სხდომა და იქნება თუ არა ერთ-ერთი მთავარი თემა დავით გარეჯი.

„სინოდის სხდომას ნიშნავს პატრიარქი და ჩვენ ამის შესახებ წინასწარ არაფერი ვიცით. ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეთანხმება და ჩვენ ყველანი თანახმა ვართ, რომ სინოდის სხდომა პატრიარქმა დანიშნოს, საკითხებიც მან უნდა დაადგინოს. ჯერჯერობით არაფერი ვიცით“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.


dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων