21/09/2020 21/09/2020 ვეცადოთ, რომ დიდი სიყვარული გვქონდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიც დედაა ყოველი ჩვენგანის, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და დალოცა. მეუფეს თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ერში სწორედ პატრიარქმა ააღორძინა და ამის მაგალითია ასევე ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის სახელმწიფო დონეზე აყვანა. „ჩვენ დღეს, ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად...
21 Σεπτεμβρίου, 2020 - 19:21

მიტროპოლიტი შიო: პატრიარქმა ერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ააღორძინა

Διαδώστε:
მიტროპოლიტი შიო: პატრიარქმა ერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ააღორძინა

ვეცადოთ, რომ დიდი სიყვარული გვქონდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიც დედაა ყოველი ჩვენგანის, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და დალოცა.

მეუფეს თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ერში სწორედ პატრიარქმა ააღორძინა და ამის მაგალითია ასევე ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის სახელმწიფო დონეზე აყვანა.

„ჩვენ დღეს, ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ეს დღე, რადგან ყველა დიდ ღვაწლთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა, რომ მან ააღორძინა სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული. ეს გააღვიძა და ააღორძინა ჩვენს ერში, რისი დაგვირგვინებაც გახლავთ ჩვენი სახელმწიფოს მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის სახელმწიფო დონეზე აყვანა და სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება. მივულოცოთ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს ვუსურვოთ დღეგრძელობა მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ”, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს მისი უწმინდესობა პირადად ლოცავს იმ ბავშვებს, რომლებიც ებრძვიან სიმსივნეს.

„დღეს, ჩვენ ვლოცავთ ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებს, რომელთაც ეს მძიმე სენი დაამარცხეს და მათი სახით ვლოცავთ ყველა ბავშვს. განსაკუთრებით, მათ რომელთაც აქვთ პრობლემები და ვუსურვებთ განკურნებას, ღვთისა და ღვთისმშობლის შეწევნას, მფარველობას, რომ დაძლიონ ეს მძიმე სენი, თავისი ცხოვრებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული და ერთგული შვილები იყვნენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ”, – განაცხადა მეუფე შიომ.

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიტროპოლიტი შიომ წირვა მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლინა.

ღვთისმშობლის შობა 12 საუფლო დღესასწაულს შორისაა.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.


imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων