16/07/2024 16/07/2024 2024 წლის 15 ივლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში იტალიის ელჩი, მისი აღმატებულება, ბატონი მასიმილიანო დ’ ანტუონო მიიღო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბარი ორი ქვეყნის კულტურულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ თანამედროვე პოლიტიკურ პრობლემებს შეეხო. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საპატრიარქოს...
16 Ιουλίου, 2024 - 17:24

მიტროპოლიტმა შიომ იტალიის ელჩი მიიღო

Διαδώστε:
მიტროპოლიტმა შიომ იტალიის ელჩი მიიღო

2024 წლის 15 ივლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში იტალიის ელჩი, მისი აღმატებულება, ბატონი მასიმილიანო დ’ ანტუონო მიიღო.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბარი ორი ქვეყნის კულტურულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ თანამედროვე პოლიტიკურ პრობლემებს შეეხო.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων