17/05/2020 17/05/2020 საპატრიარქოს ინფორმაციით, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას. „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით...
17 Μαΐου, 2020 - 15:10
Τελευταία ενημέρωση: 17/05/2020 - 16:03

ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს

Διαδώστε:
ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს

საპატრიარქოს ინფორმაციით, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

ავტოკოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ 2014 წელს გამოაცხადა.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων