პატრიარქი – გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავტოკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
შესაბამის წერილს საქართველოს პატრიარქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
,,გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს; ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნების ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ”,-ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.
interpressnews.ge
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.