პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა
![პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2019/07/1-36-1024x682.jpg)
სამების საკათედრო ტაძარში 59-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, ნათლულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ პირადად დალოცა.
„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ღვთის განგებით მოინათლა 500- ზე მეტი ბავშვი. ღმერთს შევთხოვ, წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, მუდამ მფარველობდეს მათ. დალოცვილი იყვნენ მონაწილენი, მათი მშობლები და ოჯახები“, – განაცხადა ილია მეორემ.
საყოველთაო ნათლობის იდეა სრულიად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.
პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 38 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.
– 1tv.ge
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.