07/06/2020 07/06/2020 მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ადამიანმა ისეთი თვისებები მოიპოვოს და შეიძინოს, რომელიც ცათა სასუფევლისთვის აუცილებელია , – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ ეკლესია კურნავს სულსა და ცოდვებს. „ეკლესია ეს არის ცათა სასუფევლის კარი. მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ადამიანმა ისეთი თვისებები მოიპოვოს და...
07 Ιουνίου, 2020 - 19:51

პატრიარქის ტახტის მოსაყდრე: “ილია მეორის მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს”

Διαδώστε:
პატრიარქის ტახტის მოსაყდრე: “ილია მეორის მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს”

მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ადამიანმა ისეთი თვისებები მოიპოვოს და შეიძინოს, რომელიც ცათა სასუფევლისთვის აუცილებელია , – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ ეკლესია კურნავს სულსა და ცოდვებს.

„ეკლესია ეს არის ცათა სასუფევლის კარი. მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ადამიანმა ისეთი თვისებები მოიპოვოს და შეიძინოს, რომელიც ცათა სასუფევლისთვის აუცილებელია. ეკლესია არის სამკურნალო სულისა, ჩვენი ცოდვებისა. ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. მისი საპატრიარქო მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს“, – დასძინა მეუფე შიომ.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.

ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων