პატრიარქმა ოთხი გვარი დალოცა
![პატრიარქმა ოთხი გვარი დალოცა](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2019/06/patriarqi_natlisgeba.jpg)
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ოთხი გვარი დალოცა. მათ შორის: გურძენაძეები, მონიავები, კოტორაშვილები და მამაგელაშვილები.
მასთან, პატრიარქმა დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
“არის დასაჯილდოებელი სასულიერო პირები. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი დიდი შრომა გასწია ფილოსოფიის დარგში, დღეს სტუდენტები სწავლობენ მისი წიგნების მიხედვით. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით“, – ბრძანა პატრიარქმა.
– IPN
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.